2014-2015 სასწავლო წელი

2014 წლის 22 დეკემბერი
22 დეკემბერი კიდევ ერთი ლამაზი დასამახსოვრებელი დღე იყო 37-ე სკოლის მოსწავლეებისათვის. სააქტო დარბაზში 9-1 კლასის მოსწავლეებმა (ხელ-ლი გულნაზი ცეცხლაძე, მაია ბერაძე) ჩაატარეს ქართველის პოეტის, სხვადასხვა პრემიების მფლობელის, ყველასათვის საყვარელი შემოქმედის - ანა კალანდაძის - საიუბოლეო საღამო - მიძღვნილი დაბადებიდან 90 წლისთავისადმი.
ორიგინალურად მოწყობილ დარბაზში მოსწავლეებმა წაიკითხესლექსები, შეასრულეს მის ნაწარმოებებზე შექმნილი სიმღერები, გაიხსენეს პოეტის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები









2014 წლის 20 ნოემბერი
20 ნოემბრის "მოსწავლეთა დღის" სკოლის დირექცია.......
დირექტორი--გიორგი ღადუა
დირექტორის მოადგილე--ლანა ვახტანგაძე 
დირექტორის ასისტენტი--მარიამ ბიწაძე


დღევანდელი ბავშვი - ხვალინდელი მოქალაქე და პროფესიონალია









2014 წლის 13 ნოემბერი

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის თვითმმართველობის (თავმჯდომარე - გიორგი ღადუა) ინიციატივით, ქალაქ ქუთაისის სანერგე მეურნეობაში, სკოლის მოსწავლეების შეწირულობით შეძენილ იქნა ბზის ნერგები, რომლებიც მოსწავლეების მონაწილეობით დაირგო ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის ეზოში (მოძღვარი - მამა ხარიტონი)











2014 წლის 27 ოქტომბერი
 ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის ორგანიზებით, N37 საჯრო სკოლაში მოსწავლეების, ნათია ბოჭორიშვილისა და ლიკა აბესაძის მონაწილეობით ჩატარდა ტუბერკულიოზთან დაკავშირებული ტრენინგ-სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები.





2014 წლის 7 ნოემბეი
 7 ნოემბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის 1 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში. თემა: ბოსტნეული - სასარგებლო საკვები, მასწავლებელი: ფატი ფრუიძე.
ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა ესაუბრათ მათი და თანატოლების „საყვარელ“ და „არასაყვარელ“ ბოსტნეულის კერძებზე. გაკვეთილი ჩატარდა მშობელთა ჩართულობით. მშობლებმა ბავშვებს სიურპრიზი მოუმზადეს - ცოცხალი სალათები, რომლებიც მათ თვალწინ მომზადდა.
ბავშვებმა გემრიელად დააგემოვნეს და შესაფასეს მშობელთა ნახელავი.
გაკვეთილი დიდი ხალისით მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა გააცნობიერეს ბოსტნეულის, როგორც სასარგებლო საკვების აუცილებლობა მათი ჯანმრთელობისათვის.









2014 წლის 29 ოქტომბერი 
 29 ოქტომბერს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ბაკური სანაძე, ლიკა აბესაძე, ნათია ბოჭორიშვილი და ანა დვალაშვილი პერსონალური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

ვულოცავთ მათ ამ წარმატებას, თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.





2014 წლის 7 ოქტომბერი
7 ოტქომბერს N37 სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის სახ. უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი - ვლადიმერ ადეიშვილი (ასოც. პროფესორი), ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ECTS-კოორდინატორი - მამული ბუჭუხიშვილი (ასოც. პროფესორი), მანანა დეისაძე (ასოც. პროფესორი). შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, ქ-ნმა მანანამ წარმოადგინა რამოდენიმე ამოცანის არატრადიციული მეთოდით ამოხსნის გზები, კითხვა-პასუხის რეჟიმით მუშაობაში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის დაწყებითი კათედრის პედაგოგები. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.


***************






















*****************************************************

2014 წლის 24 სექტემბერი

პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყაროს" პარტნიორ #37 საჯარო სკოლაში სამშვიდობო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღია გაკვეთილი მშვიდობის თემაზე. გაკვეთილი ჩაატარა ამავე სკოლის პედაგოგმა - კამელია მინდაძემ.
ღია გაკვეთილს ესწრებოდნებ სკოლის დირექტორი - ქ. ნანა კენჭოშვილი, პედაგოგათა კავშირი "განათლება და სამყაროს" და პროექტის "სამშვიდობო განათლება ნდობის აღდგენისათვის" ხელმძღვანელი ქ. ნანული რამიშვილი, კოორდინატორი ქ. მერი ლობჟანიძე და ტრენერი ლალი უშვერიძე






*********************************************************************************************************************************

2014 წლის 18 სექტემბერი
 მემორანდუმი ახალ პროექტთან დაკავშირებით. წარმატებას ვუსურვებთ პროექტში მონაწილე სკოლების მოსწავლეებს და ტრენერებს.დიდი მადლობა პ/კ განათლება და სამყაროს ხელმძღვანელს ქ.ნანული რამიშვილს,პროექტის კოორდინატორს ქ.მერი ლობჟანიძეს და პროექტის ასისტენტს ქ.ივეტა შალამბერიძეს




**********************************************************************************************************************************


ასე დაიწყო ახალი სასწავლო წელი ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში












Комментариев нет:

Отправить комментарий