ინტერვიუ დირექტორებთან

სკოლის დირექტორები წლების მიხედვით: 

1986 წ. - 2001 წ. რეზო სირბილაძე










2001 წ. - 2007 წ. ენდი ნემსვერიძე

2007 წ. - 2010 წ. მამუკა გიორგაძე

2010 წ. - 2011 წ. რეზო გაჩეჩილაძე (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი)

2011 წ. - 2014 წ. მაია კვინიკაძე



2014 წლიდან დღემდე - ნანა კენჭოშვილი

*******************************************************************************


გთავაზობთ ინტერვიუს დირექტორებთან:



ენდი ნემსვერიძე












ინტერვიუს უძღვებოდნენ:გოლეთიანი ესმერალდა (X კლასი), თოდაძე ინდირა (X კლასი), ფანცულაია მარიამი (VI კლასი), ჩაფიძე თამთა (VI კლასი) 

*********************************************************************************************





მამუკა გიორგაძე







-         რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევა ?
-         პროფესია ავირჩიე მე-7 კლასში, რაც სასწავლებლად გადავედი ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. მის შემდეგ სხვა პროფესიაზე არ მიფიქრია.  გამოდის რომ ეს იყო ბავშვობის ოცნება, რომელიც ამისრულდა.

-         რა თვისებები უნდა ახასიათებდეს პედაგოგს? დირექტორს?
-         პირველ რიგში ადამიანურობა, შემდეგ პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება. არ შეიძლება იყო პედაგოგი ან დირექტორი და ზერელედ მიუდგე დაპირებულ მოვალეობას, ყველა პროფესია, მაგრამ განსაკუთრებით მასწავლებლობა მოითხოვს მუხლჩაუხრელ შრომას, რომელიც სასიამოვნო პროცესიცაა.

-         რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში 37-ე სკოლას?
-         ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. 37-ე სკოლაში გატარებული 3 წელი ჩემი ცხოვრებისა  და ბიოგრაფიის ნაწილია. ვცდილობდი ყველა გადაწყვეტილება სწორი და მართებული ყოფილიყო. 3 წლის მანძილზე 3 წამი არ ყოფილა, რომ არ მეფიქრა სკოლის ცხოვრებაზე, მის მომავალ განვითარებაზე . თუმცაღა დროის სიმცირის გამო ვერ შევძელი ყველა ჩანაფიქრის განხორციელება .

-         რამდენ სკოლაში გიმოღვაწიათ და რომელს გამოარჩევდით მათ შორის?
-         ვმუშაობდი 6 სკოლაში: 27-ე, მე-20, მე-6, 37-ე, 36-ე და  ამჟამად ვმოღვაწეობ 31-ე სკოლაში. განსაკუთრებით გამოვყოფ   მე-6 სკოლას რადგან, იქ ვიმუშავე 10-11 წელი. მიუხედავად მძიმე სოციალური მდგომარეობისა, ალბათ ყველაზე დიდი ენერგია და შრომა იქ მაქვს ჩადებული.

-         რა მსგავსებასა  და განსხვავებას ხედავთ  31-ე და 37-ე საჯარო სკოლებს შორის?
-         ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ, რადგან N37-ე სკოლას ჰყავს ძლიერი და შემოქმედი პედაგოგები ისევე როგორც 31-ე სკოლას. ყველა ბავშვი იქნება ეს 37-ე სკოლის, 31-ე სკოლის თუ სხვა ნებისმიერი სკოლის არის თბილი, ნიჭიერი, გონიერი და მოყვარული.

-         რას უსურვებდით 37-ე საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსა და მოსწავლეებს ?
-         ყველაფერ საუკეთესოს. პედაგოგებს ვუსურვებ წარმატებებსა და წინსვლას პედაგოგიურ საქმიანობაში და გამძლეობას, ხოლო აღსაზრდელებს - ფართო ასპარეზს, წინსვლას. იყავით წიგნიერები და განათლებულები.

ინტერვიუს უძღვებოდნენ: ბანძალაძე კოკა (X კლასი), კაპანაძე ბექა (X კლასი),   გოლეთიანი ვანდქა (Xკლასი), აბესაძე ლიკა (XI კლასი), ბოჭორიშვილი ნათია (XI კლასი)
**********************************************************************************************************************







მაია კვინიკაძე







  - რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევა?  
   - ჩემი პროფესია პირდაპირ არ უკავშირდება სკოლას, მაგრამ ჩემმა საზოგადოებრივად აქტიურმა ცხოვრებამ და სხვადასხვა სამუშაო გამოცდილებამ დამაკავშირა სკოლასთან .

  - რა თვისებები უნდა ახასიათებდეს დირექტორს?
- დირექტორისა და პედაგოგის უფლება-მოვალეობები გაწერილია დირექტორისა და პედაგოგის ეთიკის კოდექსში, მაგრამ ვეცდები ხაზი გავუსვა რამდენიმე ძირითადს: სკოლა- ეს თავისთავად მოიცავს ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიას, როგორც ასაკობრივს ასევე პროფესიისა და რელიგიის მიხედვითამდენად, დირექტორი მზად უნდა იყოს მორალურად, ფსიქოლოგიურად , განათლების დონით და გამოცდილებით.
დირექტორი უნდა იყოს ღიაკომუნიკაბელური , პროგრესულად მოაზროვნე და ძლიერი ორგანიზაციული ნიჭის მატარებელიამავდროულად, გულისხმიერი და მიუკერძოებელიროგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან, თანამშრომლებთან და მშობლებთან .

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში 37- საჯარო სკოლაში გატარებულ წლებს?

- სკოლაში მუშაობა, ჩემთვის ცხოვრების კიდევ ერთი გამოწვევა იყო , ვეცადე სწორად დამენახა იქ არსებული პრობლემები . მინიმალურ დროში შემეცვალა და დამეძლია იგივეცადე სკოლა გამეხადა აკადემიურად მზარდი და საზოგადოებრივად აქტიური, ასევე საინტერესო იყო ჩემთვის, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან მოტივაციის ამაღლებისათვის ჩატარებული სამუშაოები , ვცდილობდი სკოლაში ჩამომეყალიბებინა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ხალისიანი და თბილი გარემო.
(შედეგებზე - შედეგებით იმსჯელეთ)
ჩემთვის ასევე საინტერესოა რა ადგილი უჭირავს 37 საჯარო სკოლის ცხოვრებაში 2011 -2014 წლებს, ჩემთვის 37 საჯარო სკოლაში გატარებული წლები იყო ბედნიერების და ტკივილის დიდი გამოცდილება

- რას უსურვებდით 37-ე საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსა და მოსწავლეებს ?
- მე ყოველთვის მახარებს ჩვენი ქალაქის წარმატება და ვუსურვებ 37 საჯარო სკოლას, მუდამ ყოფილიყოს მონაწილე ქვეყნისა და ქალაქის წინსვლაში. სკოლას ნამდვილად ბევრი ღირსეული პედაგოგი ჰყავს და ვუსურვებ კიდევ მრავალი ღირსეული, სამშობლოზე შეყვარებული ,კეთილგონიერი და წარმატებული თაობა აღეზარდოთ,

ინტერვიუს უძღვებოდნენ:  ქურასბედიანი ნანო (IV კლასი), გეგუჩაძე მარიამი (IV კლასი), ბოჭორიშვილი ხატია (IV კლასი).
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




Комментариев нет:

Отправить комментарий