სკოლის მატიანე





1986-1987 სასწავლო წლის დასაწყისში ქალაქის განათლების სისტემის ობიექტებს შეემატა კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება - ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში გაიხსნა 37-ე საშუალო სკოლა, რომლის დირექტორიად დაინიშნა ახალგაზრდა, თუმცა საკმაო გამოცდილების მქონე  პიროვნება, ბატონი რეზო სირბილაძე. შეირჩა ნიჭიერ ახალგაზრდა მასწავლებელთა თაობა, რომლის ძირითადი ბირთვი ინსტიტუტიდან მოვიდა და მათი შრომითი ბიოგრაფია მთლიანად 37-ე სკოლის ისტორიასთანაა დაკავშირებული 


ახალი კოლექტივი ახალი ენერგიით შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას. 


1986-1987 სასწავლო წელს სწავლას შეუდგა 480 მოსწავლე, ბ-ნ რეზო სირბილაძესთან ერთად მათ სწავლა-აღზრდის პროცესს ხელმძღვანელობდნენ: დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში - ირემაძე ნუნუ, დირექტორის მოადგილე კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის დარგში - ვაშაკიძე ლალი, დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში - ლომიძე ქიშვარდი, პედაგოგები: ძნელაძე ნუნუ, დათუაშვილი დალი, ჯავახაძე ქეთინო, ჭელიძე ლალი, კობერიძე სულიკო, გვილავა მერი, ქიტიაშვილი ნელი, ნამიჭეიშვილი ნაილი, ჯინჭარაძე ნაილი, სვანიძე მარინა, გოჩელაშვილი-გიგინეიშვილი ინაიდა, ციბაძე ნათელა, ფხაკაძე დალი, ნერგაძე მარინა, აბესაძე მანანა, მოდებაძე ლარისა, ცერცვაძე ლია, ცომაია სვეტლანა, კინწურაშვილი მარიამი, ხარაბაძე ჯანსუღი, მანთიძე ლიანა, გამრეკლიძე ნაილი, ღურჭუმელიძე მანანა, გოდუაძე ნელი, ხურციძე გიორგი, ჭურაძე ბიქტორი, სიმსივე თენგიზ, მეტრეველი ცინური, კირთაძე ლალი, აბშილავა ტერეზა, უდესიანი გენადი, კიწბაბაბშვილი ჟენია, გოლეთიანი მარინა, გველესიანი დალი, ვარდანიძე ნათელა, მინდაძე კამელია, ჯავახაძე მარინა. 


2001 წლის 23 აგვისტოს N76 ბრძანების საფუძველზე N18 და N37 სკოლებში განხორციელდა შემდეგი სახის რეაორგანიზაცია: მე-18 სკოლაში განთავსდა I-IV  კლასები და მიენიჭა N5 დაწყებითი სკოლის სტატუსი, ხოლო 37-ე სკოლაში - V-XI კლასები. შესაბამისად მოხდა პედაგოგიური კოლექტივის გადანაწილება.

2004 წლის სექტემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N157 ბრძანების საფუძველზე მოხდა N5 დაწყებითი სკოლის ლიკვიდაცია და მისი მოსწავლეები და პედაგოგიური კოლექტივი შემოუერთდა N37 საშუალო სკოლას. 






გამოყენებული წყაროები: 
სკოლის გაზეთი "ხვალინდელი დღე";  
გაზეთი "ქუთაისი" ;
სკოლის პედაგოგთა საკუთარი ფოტო არქივი.


Комментариев нет:

Отправить комментарий