ჩვენს შესახებ


  ჩვენ 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,  ამ ბლოგით გადავწყვიტეთ ,მონაწილეობა მიგვეღო კონკურსში „ჩემი სკოლის მატიანე“, რომელიც გამოაცხადა ქ.ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა.

     ძალიან გვეამაყება ჩვენი ხანმოკლე ისტორიისა და დიდი გულის მქონე სკოლა, სამყარო სადაც ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ, სადაც ერთმანეთს  სითბოსა და სიყვარულს ვუნაწილებთ მოსწავლეები და მასწავლებლები.

    გვინდა,ის სიყვარული, რომელიც აქ გვისწავლია, თქვენც გაგიზიაროთ, გვინდა ჩვენი საამაყო სკოლა თქვენც გაგაცნოთ, რომ გეიმედებოდეთ მისი თითოეული მოსწავლის მომავალი. ჩვენთან ერთად თქვენც გაგრძნობინოთ ის სითბო, სიყვარული, რომელსაც ეს კედლები ინახავს, ისინი კი ჩვენს ანცობასა და სიბეჯითეს, ჩვენს პირველ სიყვარულსა და ბავშვურ გულწრფელობას იტევს, გაზიაროთ იმ სიკეთესა და სიბრძნეს, მასწავლებლები ყოველდღიურად რომ გვინაწილებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий